VIDEO: მიქაუტაძე ვილიარეალის რიგებში ერთ-ერთი საუკეთესო იყო!
1 სთ წინ · 0 წთ წასაკითხად
-
Aa
+
ფონტის ზომა
ესპანეთის ლა ლიგის მე-11 ტურში ვილიარეალი საკუთარ მოედანზე ესპანიოლთან მინიმალური სხვაობით, 0:1 დამარცხდა.
მატჩის ერთადერთი გოლი მეორე ტაიმში ლეანდრო კაბრერამ გაიტანა.
გიორგი მიქაუტაძემ შეხვედრა ძირითად შემადგენლობაში შეუცვლელად ითამაშა და რამდენიმე სახიფათო მომენტიც შექმნა. პირველ ტაიმში შორიდან დაარტყა, მეორე ნახევარში რთული სიტუაციიდან სცადა გატანა, ხოლო 76-ე წუთზე კარგი სოლორეიდი ჰქონდა, თუმცა მიზანს ააცილა.
Sofascore-ის შეფასებით, მიქაუტაძემ 7.4 ქულა მიიღო და ვილიარეალის რიგებში მეორე საუკეთესო მაჩვენებელი ჰქონდა (მხოლოდ რენატო ვეიგას უსწრებდა, რომელსაც 7.9 ქულა ჰქონდა).
11 ტურის შემდეგ ვილიარეალს 12 ქულა აქვს და მე-10 ადგილს იკავებს, მომდევნო შეხვედრას კი ჩემპიონთა ლიგაზე, 3 ნოემბერს პარი სენ-ჟერმენის წინააღმდეგ გამართავს.