ტროი პაროტმა ერთა ლიგის B დივიზიონში ავსტრიის წინააღმდეგ გამართულ მატჩში ირლანდია შესანიშნავი ინდივიდუალური გოლით დააწინაურა.
მე-12 წუთზე ავსტრიის ნახევარზე ბურთის მიღების შემდეგ პაროტმა ფილიპ ლინჰარტს ბურთი ფეხებს შორის გაუტარა და პირველი მეტოქე ჩამოიშორა.
შემდეგ მან მიმართულება სწრაფად შეიცვალა და კიდევ ერთი ცენტრალური მცველი, დავიდ აფენგრუბერი, მოატყუა.
პაროტმა ბრწყინვალე რეიდი მშვიდი და ზუსტი დარტყმით დაასრულა, ბურთი მეკარესაც ფეხებს შორის გაუძვრინა და ანგარიში გახსნა.
45-ე წუთზე პაროტმა პენალტიც ზუსტად შეასრულა და ირლანდიელებს პირველი ტაიმი 2-0 მოაგებინა.
თუმცა პრასისა და გრეგორიჩის გოლებით ავსტრიელებმა მე-2 ტაიმში თამაში მოატრიალეს და ირლანდიაში ქულა მოიპოვეს.