VIDEO: ისტორია გადაწერილია - ვის ხვდება იბერია ევროპა ლიგის საგზურისთვის?
2 სთ წინ · 0 წთ წასაკითხად
-
Aa
+
ფონტის ზომა
დამოუკიდებელი საქართველოს ისტორიაში მეორედ და 22 წლის შემდეგ პირველად, ქართული კლუბი ევროტურნირის მთავარ ეტაპზე ითამაშებს.
ევროპა ლიგის მე-3 საკვალიფიკაციო რაუნდის საპასუხო მატჩში, იბერია 1999-მა ჩრდილოეთ ირლანდიის ჩემპიონ ლარნეს, სტუმრად ნათამაშები 0:0-ის შემდეგ, მიხეილ მესხზე დამატებით დროში მოუგო - 2:1.
ანგარიში 74-ე წუთზე ვახო ბედოშვილმა გახსნა (ნიკა სიხარულაშვილის საგოლე პასით), რასაც ბრიტანელებმა 2 წუთში უპასუხეს - გოლი სიმპსონმა შეაგდო.
მატჩის გმირი იბერიელთა ფორვარდი, ნიკა სიხარულაშვილი გახდა - ბედოშვილზე გაკეთებული საგოლე პასის შემდეგ, 102-ე წუთზე გამარჯვებისა და გუნდის მინიმუმ კონფერენს ლიგის მთავარ ეტაპზე გამყვანი გოლი გაიტანა.
სიხარულაშვილმა 2026-27 წლების სეზონის ევროტურნირების 6 შეხვედრაში 5 საგოლე მოქმედება შეასრულა - 4 გოლი, 1 ასისტი.
დინამო თბილისის შემდეგ, რომელმაც 2004-05 წლების სეზონში უეფა-ს თასის ჯგუფურ ეტაპზე იასპარეზა, იბერია 1999 დამოუკიდებელი საქართველოს ისტორიაში მეორე გუნდია, რომელიც ევროტურნირის მთავარ ეტაპზე მოხვდა.
27 აგვისტოს გაირკვევა, იბერიელები ევროპა ლიგის ლიგის ფაზაში ითამაშებენ თუ კონფერენს ლიგის ლიგის ფაზაში.
ევროპა ლიგის საკვალიფიკაციო ეტაპის პლეი-ოფში ანდრი დემჩენკოს გუნდი შოტლანდიურ რეინჯერსსა და პოლონურ იაგელონიას წყვილში გამარჯვებულს შეხვდება. პირველი თამაში სტუმრად 20 აგვისტოსაა, მეორე - 27 აგვისტოს შინ.