საქართველოს ჩემპიონი, იბერია 1999, ევროპა ლიგის მე-3 საკვალიფიკაციო რაუნდის საპასუხო მატჩში, ჩრდილოეთ ირლანდიის ჩემპიონ ლარნეს მასპინძლობს. იბერიელები თამაშს ასეთი თერთმეტეულით დაიწყებენ:
იბერია (4-3-2-1): მაკარიძე - ქობულაძე, ამისულაშვილი, სელიმოვიჩი, ჯინჯოლავა - ქარდავა, კუცია, დადიანი - ბედოშვილი, ნაჭყებია - სიხარულაშვილი.
ბრიტანეთში გამართულ შეხვედრასთან შედარებით, სასტარტო შემადგენლობაში ერთადერთი ცვლილებაა - ბართიშვილის ნაცვლად თამაშს ბედოშვილი დაიწყებს.
იბერია 1999-ისა და ლარნეს პირველი მატჩი 0:0 დასრულდა, დღეს კი გუნდები მიხეილ მესხის სახელობის სტადიონზე, 20:00 საათიდან ითამაშებენ. პირდაპირი რეპორტაჟი Silk უნივერსალი-ზეა. მსაჯი ნორვეგიიდანაა - როჰიტ საგი.
წყვილში გამარჯვებული, ევროპა ლიგის საკვალიფიკაციო ეტაპის პლეი-ოფში, შოტლანდიურ რეინჯერსსა და პოლონურ იაგელონიას შორის გამარჯვებულს შეხვდება, ხოლო დამარცხებული - კონფერენს ლიგის საკვალიფიკაციოს პლეი-ოფში, გიბრალტარულ ლინკოლნსა და კვიპროსულ ომონიას შორის დამარცხებულს.
რა უნდა ვიცოდეთ იბერია V ლარნეს ისტორიული მატჩის დაწყებამდე