საქართველოს ჩემპიონი, იბერია 1999, ევროპა ლიგის მე-3 საკვალიფიკაციო რაუნდის საპასუხო მატჩში, ჩრდილოეთ ირლანდიის ჩემპიონ ლარნეს ხვდება და წარმატების შემთხვევაში, მინიმუმ კონფერენს ლიგის ლიგის ფაზაში თამაშს გაინაღდებს.
უეფა-ს ოფიციალური წესდების მიხედვით, ყველა გუნდი, რომელიც კონფერენს ლიგის ლიგის ფაზაში თამაშის უფლებას მოიპოვებს, ავტომატურად მიიღებს 3.17 მლნ ევროს, რაც კონკრეტულად კვალიფიცირების ბონუსია.
გარდა ამისა, უშუალოდ ლიგის ფაზაში თითოეული მოგება 400 000 ევროდ ფასდება, ხოლო ფრე - 133 000 ევროდ. დანარჩენი ბონუსები კი ცხრილში დაკავებული ადგილების მიხედვით გაიცემა - პირველ-მერვე პოზიციაზე გასული გუნდები 400 000 ევროს მიიღებენ, ხოლო მეცხრედან 24-ემდე - 200 000 ევროს. ტურნირის 1/8 ფინალურ ეტაპზე მოხვედრა კი დამატებით 800 000 ევროა.
ინფორმაციისთვის, კონფერენს ლიგის გასული სეზონის ჩემპიონის, კრისტალ პალასის ანგარიშზე მთელი გათამაშების განმავლობაში ჯამურად 17.5 მლნ ევროდან 18.9 მლნ ევრომდე ჩაირიცხა.
იბერიელები ევროპა ლიგის საკვალიფიკაციო ეტაპზე ასპარეზობენ და, ცხადია, რეალურია იმის შანსიც, ამ ტურნირის ლიგის ფაზაში გავიდნენ, რისთვისაც უფრო დიდი ფინანსური მოგება ერგებათ. ამ დეტალების შესახებ, ლარნეს ბარიერის დაძლევის შემდეგ ვილაპარაკოთ.
რა უნდა ვიცოდეთ იბერია V ლარნეს ისტორიული მატჩის დაწყებამდე