იბერია 1999-ისა და ლარნეს დღევანდელ შეხვედრაზე ჩრდილოეთ ირლანდიური გამოცემა, Belfast Telegraph-ი წერს. გამოცემა იბერიელთა თამაშის სარისკო დეტალზე ამახვილებს ყურადღებას.
"ქართველი ფეხბურთელები ხანდახან ზედმეტად რთულად თამაშობენ და ბურთს განსაკუთრებული წნეხის დროსაც პასებით ამოსვლას ცდილობენ, რაც უზრდით რისკებს, რომ ბურთი და პოზიცია დაკარგონ.
ლარნემ ეს უნდა გაითვალისწინოს და სათავისოდ გამოიყენოს - საჭიროა მაღალი პრესინგი, ბურთის სწრაფად მოპოვება და მომენტალურად შეტევის განვითარება.
დღევანდელ თამაშში წარმატება ძალიან მნიშვნელოვანია, რადგან ეს გუნდისთვის დიდ ფინანსურ სარგებელსა და შემდეგ ეტაპზე შოტლანდიურ რეინჯერსთან შეხვედრის პერსპექტივას ნიშნავს", - აღნიშნავს Belfast Telegraph-ი.
უეფა-ს ოფიციალური წესდების მიხედვით, ყველა გუნდი, რომელიც კონფერენს ლიგის ლიგის ფაზაში თამაშის უფლებას მოიპოვებს, ავტომატურად მიიღებს 3.17 მლნ ევროს, რაც კონკრეტულად კვალიფიცირების ბონუსია - ფინანსური დეტალები უფრო ვრცლად აქაა.
რა უნდა ვიცოდეთ იბერია V ლარნეს ისტორიული მატჩის დაწყებამდე