საქართველოს ჩემპიონი, იბერია 1999, ევროპა ლიგის მე-3 საკვალიფიკაციო რაუნდის საპასუხო მატჩში, ჩრდილოეთ ირლანდიის ჩემპიონ ლარნეს ხვდება და წარმატების შემთხვევაში, მინიმუმ კონფერენს ლიგის ლიგის ფაზაში თამაშს გაინაღდებს.
La Gazzetta Georgia-ს ინფორმაციით, ლარნეს ბარიერის დაძლევის შემთხვევაში, იბერიას ხელმძღვანელობა ფეხბურთელებსა და მთლიან სტაფს 1 მლნ ლარის ბონუსს დაჰპირდა, რასაც სპონსორებისგან კიდევ 500 000 ლარის პრემია დაემატება.
მეორე მხრივ, უეფა-ს ოფიციალური წესდების მიხედვით, ყველა გუნდი, რომელიც კონფერენს ლიგის ლიგის ფაზაში თამაშის უფლებას მოიპოვებს, ავტომატურად მიიღებს 3.17 მლნ ევროს, რაც კონკრეტულად კვალიფიცირების ბონუსია - უეფა-სგან ფინანსური სარგებლის დეტალები ვრცლად აქაა.
იბერია 1999-ისა და ლარნეს მატჩი მიხეილ მესხის სახელობის სტადიონზე, 20:00 საათიდან დაიწყება. პირდაპირი რეპორტაჟი Silk უნივერსალი-ზეა.
რა უნდა ვიცოდეთ იბერია V ლარნეს ისტორიული მატჩის დაწყებამდე