• ArenamaxArenamax
  • სპორტის გურუ
  • ქვიზები
  • ვიდეო

სპორტის გურუ

ქვიზები

სიახლეები

ArenamaxArenamax

სპორტის გურუ

სიახლეები

ქვიზები

ვიდეო

წესები და პირობები

Cookies პოლიტიკა

კონფიდენციალურობის პოლიტიკა

ცხელი ხაზი: +995 32 2971012
  • facebook icon
  • tiktok icon
  • instagram icon
  • telegram icon
ცხელი ხაზი: +995 32 2971012[email protected]

Copyright © 2023 Adjarabet Arena. All Rights Reserved.

  • facebook icon
  • tiktok icon
  • instagram icon
  • telegram icon
რა უნდა ვიცოდეთ იბერია V ლარნეს ისტორიული მატჩის დაწყებამდე
ფეხბურთიფეხბურთი
ქართულიქართული

რა უნდა ვიცოდეთ იბერია V ლარნეს ისტორიული მატჩის დაწყებამდე

10 აგვ, 2026 · 0 წთ წასაკითხად

-

Aa

+

ფონტის ზომა

საქართველოს ჩემპიონი, იბერია 1999, ევროპა ლიგის მე-3 საკვალიფიკაციო რაუნდის საპასუხო მატჩში, ჩრდილოეთ ირლანდიის ჩემპიონ ლარნეს ხვდება და წარმატების შემთხვევაში, მინიმუმ კონფერენს ლიგის ჯგუფურ ეტაპზე თამაშს გაინაღდებს.

ჩრდილოეთ ირლანდიაში გამართული შეხვედრა 0:0 დასრულდა, შესაბამისად, ორივე გუნდს გამარჯვება სჭირდება, რათა პლეი-ოფის საგზური ძირითად დროშივე მოიპოვოს. ფრის შემთხვევაში, დამატებითი დრო და, თუ საჭირო გახდა, პენალტების სერია, დაინიშნება.

იბერია 1999-ს აქვს შანსი, 2004-05 წლების სეზონის შემდეგ - პირველი და დამოუკიდებელი საქართველოს ისტორიაში მეორე გუნდი გახდეს, რომელიც ევროტურნირის ჯგუფურ ეტაპზე ითამაშებს. აქამდე ერთადერთი ასეთი დინამო თბილისია, რომელიც 2004-05 წლების სეზონში უეფა-ს თასზე გავიდა და ჯგუფში ინგლისურ ნიუკასლს (0:2), პორტუგალიურ სპორტინგს (0:4), ფრანგულ სოშოსა (0:2) და ბერძნულ პანიონიოსს (2:5) დაუპირისპირდა.

უეფა-ს ოფიციალური წესდების მიხედვით, ყველა გუნდი, რომელიც კონფერენს ლიგის ლიგის ფაზაში თამაშის უფლებას მოიპოვებს, ავტომატურად მიიღებს 3.17 მლნ ევროს, რაც კონკრეტულად კვალიფიკაციის ბონუსია - უფრო დეტალურად ფინანსური ამბები აქაა.

ანდრი დემჩენკომ პრესკონფერენციაზე გულშემატკივარი დააიმედა, რომ წინა მატჩისგან განსხვავებულ იბერიას იხილავენ - სრული პრესკონფერენცია აქაა.

იბერიას კაპიტნის, გიორგი ჯინჯოლავას თქმით, ფეხბურთი არ ესმის მას, ვისაც სჯერა, რომ ლარნეს იბერიას დამარცხების მეტი შანსი აქვს, ვიდრე თავად იბერიას ლარნესთან გამარჯვების - სრული პრესკონფერენცია აქაა.

ლარნეს მთავარმა მწვრთნელმა, გარი ჰევერონმა გვითხრა, რომ იბერია კარგი გუნდია, მაგრამ თავისი გუნდის გამარჯვების ეიმედება - სრული პრესკონფერენცია აქაა.

იბერია 1999-ისა და ლარნეს პირველი მატჩი 0:0 დასრულდა, ხვალ კი გუნდები მიხეილ მესხის სახელობის სტადიონზე, 20:00 საათიდან ითამაშებენ. პირდაპირი რეპორტაჟი Silk უნივერსალი-ზეა. მსაჯი ნორვეგიიდანაა - როჰიტ საგი.

წყვილში გამარჯვებული, ევროპა ლიგის საკვალიფიკაციო ეტაპის პლეი-ოფში, შოტლანდიურ რეინჯერსსა და პოლონურ იაგელონიას შორის გამარჯვებულს შეხვდება, ხოლო დამარცხებული - კონფერენს ლიგის საკვალიფიკაციოს პლეი-ოფში, გიბრალტარულ ლინკოლნსა და კვიპროსულ ომონიას შორის დამარცხებულს.

ირაკლი ფოფხაძე

ირაკლი ფოფხაძე

ევროპა ლიგა
იბერია 1999
საქართველო

ლინკის დაკოპირება

ცხელი სიახლეები

VIDEO: მიმდინარე სეზონში პირველად - რა შედეგი დააფიქსირა დინამო ბათუმმა?

•ფეხბურთი

ფეხბურთი

VIDEO: მიმდინარე სეზონში პირველად - რა შედეგი დააფიქსირა დინამო ბათუმმა?
•ფეხბურთი

ფეხბურთი

"მიზეზი ეს იყო" - ჯაფარიძემ დიდი სკანდალის შემდეგ პირველი კომენტარი გააკეთა

•ქართული

ქართული

"მიზეზი ეს იყო" - ჯაფარიძემ დიდი სკანდალის შემდეგ პირველი კომენტარი გააკეთა
•ქართული

ქართული

VIDEO: პაპავამ უზბეკური ფეხბურთის მთავარ გრანდს გაუტანა

•ფეხბურთი

ფეხბურთი

VIDEO: პაპავამ უზბეკური ფეხბურთის მთავარ გრანდს გაუტანა
•ფეხბურთი

ფეხბურთი

VIDEO: ვინ გაიბრწყინა კვარას არყოფნაში? - პსჟ-მ სლოვანს გადაურბინა

•ფეხბურთი

ფეხბურთი

VIDEO: ვინ გაიბრწყინა კვარას არყოფნაში? - პსჟ-მ სლოვანს გადაურბინა
•ფეხბურთი

ფეხბურთი

News image

9 სთ წინ

VIDEO: მიმდინარე სეზონში პირველად - რა შედეგი დააფიქსირა დინამო ბათუმმა?

News image

8 სთ წინ

კომენტარები

ლინკის დაკოპირება