ქართველმა მოცურავემ, ანა კალანდაძემ ევროპის ჩემპიონატზე საქართველოს ახალი რეკორდი დაამყარა.
საფრანგეთის დედაქალაქ პარიზში მიმდინარე ცურვის ევროპის ჩემპიონატზე, თავისუფალი ყაიდით ცურვის 800-მეტრიან კატეგორიაში, კალანდაძემ დისტანცია 8:43.29 წუთში დაფარა, საქართველოს ახალი რეკორდი დაამყარა და კარიერაში მისთვის რეკორდული, 791 ქულა მოიპოვა.
ანამ საკუთარი წინა შედეგი (8:44.40) 1.11 წამით გააუმჯობესა და ევროპირველობაზე მე-14 ადგილი დაიკავა, რაც დამოუკიდებელი საქართველოს ცურვის ისტორიაში ევროპის ჩემპიონატზე ნაჩვენები საუკეთესო შედეგია.
ცნობისთვის, აღნიშნულ კატეგორიაში ევროპის ჩემპიონი გამოვლინდება ხვალ, როცა 8 საუკეთესო შედეგის მქონე სპორტსმენი ერთმანეთში უკეთესს ფინალურ ეტაპზე გაარკვევს.