იბერია 1999-თან ევროპა ლიგის მე-3 საკვალიფიკაციო ეტაპის საპასუხო მატჩის წინ, ლარნეს მთავარმა მწვრთნელმა, გარი ჰევერონმა პრესკონფერენციაზე შეფასებები გააკეთა.
"ვიცოდით იმ პრობლემებზე, რომლებიც იბერიას პირველ თამაშამდე შეექმნა. ჩვენ ეს ნაკლებად გვეხებოდა და მათი გამოსწორება არ შეგვეძლო. შეხვედრამ ისე ჩაიარა, როგორც ველოდით.
ბევრი საგოლე მომენტი გვქონდა, თუმცა ვერ გავიტანეთ და ვეცდებით, ეს ხვალ გამოვასწოროთ. იბერია ძალიან კარგი გუნდია და რთულ შეხვედრას ველოდებით, თუმცა ჩვენი მცდელობები მხოლოდ გამარჯვებისკენ იქნება მიმართული.
გულშემატკივრების მხარდაჭერის გამო, მათ მნიშვნელოვანი უპირატესობა ექნებათ და იბერია პრობლემებს შეგვიქმნის, მაგრამ მჯერა, რომ თავდაჯერებით, შრომისმოყვარეობითა და თავდადებით, წარმატების მიღწევა შეგვიძლია", - განაცხადა ჰევერონმა.
იბერია 1999-ისა და ლარნეს პირველი მატჩი 0:0 დასრულდა, ხვალ კი გუნდები მიხეილ მესხის სახელობის სტადიონზე, 20:00 საათიდან ითამაშებენ. პირდაპირი რეპორტაჟი Silk უნივერსალი-ზეა.
წყვილში გამარჯვებული, ევროპა ლიგის საკვალიფიკაციო ეტაპის პლეი-ოფში, შოტლანდიურ რეინჯერსსა და პოლონურ იაგელონიას შორის გამარჯვებულს შეხვდება, ხოლო დამარცხებული - კონფერენს ლიგის საკვალიფიკაციოს პლეი-ოფში, გიბრალტარულ ლინკოლნსა და კვიპროსულ ომონიას შორის დამარცხებულს.
დემჩენკოს მტკიცე გზავნილი ლარნესთან ისტორიული მატჩის წინ