პორტუგალიის ქალაქ ოეირაშში წყალბურთის 20-წლამდელთა მე-2 დივიზიონის ევროპის ჩემპიონატი დაიწყო.
საქართველოს ნაკრებმა პირველი ტურის მატჩი რუსეთთან გამართა და 10-ბურთიანი სხვაობით, 11:21 დამარცხდა.
ხსენებული მეტოქის გარდა, ჩვენს გუნდს ჯგუფურ ეტაპზე პოლონეთთან, ლიეტუვასთან, ფინეთთან და პორტუგალიასთან თამაში მოუწევს. ჯგუფიდან 4 საუკეთესო გუნდი 1/4 ფინალურ ეტაპზე გადაინაცვლებს.
საქართველოს 20-წლამდელთა ნაკრები მომდევნო შეხვედრას 11 აგვისტოს, ტურნირის მასპინძელ პორტუგალიასთან გამართავს.