VIDEO: ისტორიაში პირველად - იტალიის რაგბის ნაკრებმა ინგლისს მოუგო
10 სთ წინ · 0 წთ წასაკითხად
-
Aa
+
ფონტის ზომა
რაგბის ექვსი ერის მე-4 ტურის მატჩში იტალიის ნაკრებმა რომში, სტადიო ოლიმპიკოზე, ინგლისი მიიღო.
შეხვედრის პირველი ტაიმი სტუმართა გამარჯვებით 10-12 დასრულდა, თუმცა მეორე ნახევარში მასპინძლებმა თამაშის მოტრიალება შეძლეს და მეტოქე 23-18 დაამარცხეს.
ეს იტალიის ნაკრებისთვის ისტორიული გამარჯვებაა, რადგან მათ ინგლისელებს ისტორიაში პირველად მოუგეს. ეს გუნდების 33-ე ურთიერთშეხვედრა იყო და აქამდე იტალიას გამარჯვება არ ჰქონდა, 33-ე მცდელობაზე კი ინგლისის ნაკრები საბოლოოდ დამარცხებულია.
4 მატჩის შემდეგ იტალიის ნაკრებს 2 მოგება აქვს (შოტლანდია, ინგლისი) და 9 ქულით მე-4 ადგილზე იმყოფება, ინგლისის ნაკრებმა კი მხოლოდ უელსის დამარცხება შეძლო და 6 ქულით მე-5 პოზიციას იკავებს.