მადრიდის რეალის ვარსკვლავმა, ტრენტ ალექსანდრ-არნოლდმა, შესაძლოა მსოფლიო ჩემპიონატზე გამგზავრების შანსი მიიღოს.
ეს მოსაზრება ჩნდება იმიტომ, რომ ინგლისის ნაკრებისა და არსენალის მცველმა, ბენ უაითმა, სეზონის დასასრულს მძიმე ტრავმა მიიღო.
უაითმა მუხლის იოგის (MCL) დაზიანება ვესტ ჰემთან მატჩში მიიღო, რის გამოც იგი არა მხოლოდ პრემიერ ლიგის საჩემპიონო რბოლას, არამედ, დიდი ალბათობით, ზაფხულის მსოფლიო ჩემპიონატსაც გამოტოვებს. აქამდე ინგლისის ნაკრების მთავარი მწვრთნელი, თომას ტუხელი, უარს ამბობდა ტრენტის ნაკრებში გამოძახებაზე, რაც ისეთი ლეგენდების გაკვირვებას იწვევდა, როგორიც უეინ რუნია.
რუნი მიიჩნევს, რომ ალექსანდერ-არნოლდი უაითის ტრავმამდეც იმსახურებდა ადგილს შემადგენლობაში, მით უმეტეს, რომ მადრიდულ კლუბში მან დანი კარვახალთან კონკურენციაში დამაჯერებლად მოიგო და დაცვაში თამაშიც საგრძნობლად გააუმჯობესა.
ახლა, როდესაც ბენ უაითის მონაწილეობა ეჭვქვეშაა, ტუხელს შესაძლოა მოუწიოს საკუთარი გადაწყვეტილების შეცვლა და ტრენტისთვის ნაკრების კარის ხელახლა გახსნა.