VIDEO: ჯოკოვიჩმა უიმბლდონზე ფედერერის რეკორდი გაიმეორა
4 სთ წინ · 0 წთ წასაკითხად
-
Aa
+
ფონტის ზომა
ნოვაკ ჯოკოვიჩმა როჯერ ფედერერის რეკორდი გაიმეორა და უიმბლდონზე მოპოვებული გამარჯვებების რაოდენობით მას გაუთანაბრდა.
სერბმა ჩოგბურთელმა მე-3 წრეში 25-ე ნომრად განთესილი არტურ რინდერკნეში 7-5, 6-4, 1-6, 7-6(4) დაამარცხა და ტურნირზე 105-ე გამარჯვება იზეიმა.
ჯოკოვიჩს რეკორდის ერთპიროვნულად დამყარების შანსი ორ დღეში ექნება, როდესაც მე-4 წრეში საკვალიფიკაციო ეტაპიდან მოხვედრილ რომან საფიულინს დაუპირისპირდება.
რუსმა ჩოგბურთელმა დღეს 24-ე ნომრად განთესილი ჟოაო ფონსეკა სენსაციურად დაამარცხა.
„რინდერკნეშს აქამდე არასდროს შევხვედრივარ, ამიტომ მატჩში ისეთი მეტოქის წინააღმდეგ შევედი, რომელიც უკვე მაღალი დონის მოთამაშეა და დასაკარგიც ბევრი არაფერი ჰქონდა,“ - თქვა ჯოკოვიჩმა კორტზე.
„ძალიან დამღლელი და ძალიან დაძაბული მატჩი იყო. ბედნიერი ვარ, რომ ტაიბრეიკში გამარჯვება შევძელი. ზოგჯერ უბრალოდ უნდა იპოვო მოგების გზა და მიხარია, რომ დღეს ეს მოვახერხე.“