მთავარი
სიახლეები
სპორტის გურუ
ქვიზები
-
Aa
+
ფონტის ზომა
NBA-ს რეგულარული სეზონის მატჩში გოლდენ სტეიტ უორიორსმა დეტროიტ პისტონსს 115-110 მოუგო.
ოქროს შტატელებს სტეფ კარიმ (32 ქულა) და ჯიმი ბატლერმა (26 ქულა) ულიდერეს. აღსანიშნავია, რომ ლეგენდარულ სტეფ კარის NBA-ში 25 ათასი ქულა დაუგროვდა, ამისთის კი მას ყველაზე ცოტა სროლა დასჭირდა.
სტეფი გახდა მე-7 მოთამაშე, რომელმაც ამდენი ქულა ერთ გუნდში დააგროვა (კობი ბრაიანტი, დირკ ნოვიცკი, ტიმ დანკანი, ჯონ ჰავლიჩეკი, რეჯი მილერი, ჯერი უესტი).
ასევე კარი არის მე-5 აქტიური მოთამაშე 25 ათასი ქულით (ლებრონ ჯეიმსი, კევინ დურანტი, ჯეიმს ჰარდენი, რასელ უესტბრუკი).
გოლდენ სტეიტი 64 მატჩში 36 მოგებით დასავლეთ კონფერენციაში მე-6 ადგილზეა.
თ
თაზო ჩარკვიანი
კომენტარები