VIDEO: კეინის ჰეთ-თრიკი ფინალში - ბაიერნმა საშინაო დუბლი შეასრულა
1 სთ წინ · 0 წთ წასაკითხად
-
Aa
+
ფონტის ზომა
გერმანიის თასის ფინალში ბაიერნმა შტუტგარტი 3:0 გაანადგურა.
სამივე გოლი მიუნხენელთა რიგებში ჰარი კეინმა გაიტანა, რომელმაც საკლუბო სეზონი 61 გოლით დაასრულა.
ბაიერნმა გერმანიის თასი ისტორიაში 21-ედ და 2020 წლის შემდეგ პირველად მოიგო, შტუტგარტმა კი მე-4 ფინალი დათმო, გუნდი ფინალს ზედიზედ მეორედ თამაშობდა და შარშანდელი წარმატების გამეორება ვეღარ მოახერხა.
კეინმა ზედიზედ მეორე მატჩში შეძლო ჰეთ-თრიკის შესრულება, იგივე გააკეთა ინგლისელმა ბუნდესლიგის ბოლო ტურის მატჩშიც.
ერთ სეზონში ჩემპიონატისა და თასის მოგება ბაიერნმა 2019/20 სეზონის შემდეგ პირველად მოახერხა.