• ArenamaxArenamax
  • სპორტის გურუ
  • ქვიზები
  • ვიდეო

სპორტის გურუ

ქვიზები

სიახლეები

ArenamaxArenamax

სპორტის გურუ

სიახლეები

ქვიზები

ვიდეო

წესები და პირობები

Cookies პოლიტიკა

კონფიდენციალურობის პოლიტიკა

ცხელი ხაზი: +995 32 2971012
  • facebook icon
  • tiktok icon
  • instagram icon
  • telegram icon
ცხელი ხაზი: +995 32 2971012[email protected]

Copyright © 2023 Adjarabet Arena. All Rights Reserved.

  • facebook icon
  • tiktok icon
  • instagram icon
  • telegram icon
VIDEO: ხელჩართული ჩხუბი - გენდუზი მთელი ლიონის წინააღმდეგ
ფეხბურთიფეხბურთი

VIDEO: ხელჩართული ჩხუბი - გენდუზი მთელი ლიონის წინააღმდეგ

27 აგვ, 2026 · 0 წთ წასაკითხად

-

Aa

+

ფონტის ზომა

უეფას ჩემპიონთა ლიგის საკვალიფიკაციო ეტაპის პლეი-ოფის საპასუხო მატჩში ლიონის მოედანზე სკანდალური დაპირისპირება მოხდა.


ლიონისა და ფენერბაჰჩეს მატჩის შემდეგ მომხდარი ინციდენტის ახალი კადრები გავრცელდა.


იმ დროს, როდესაც თურქული გუნდის ნახევარმცველი, მატეო გენდუზი, გოლს ზეიმობდა, ლიონის ფეხბურთელები მას თავს დაესხნენ.


ამ მომენტში ფენერბაჰჩეს მოთამაშეები თანაგუნდელ გენდუზის თითქმის დაცვის თანამშრომლებივით იცავდნენ. გასასვლელი გვირაბისკენ მიმავალ გენდუზის ერთ-ერთი პირი ნახტომში ფეხით დაესხა თავს.


გახურების დროს, როდესაც ლიონის გულშემატკივრები თავიანთ სიმღერას მღეროდნენ, გენდუზიმ მათ შუა თითი აჩვენა.


მას შემდეგ კი, რაც ფენერბაჰჩემ ლიონი ჩემპიონთა ლიგიდან გამოთიშა, გენდუზიმ მასპინძელი გუნდის ქომაგების პროვოცირება კვლავ მოახდინა.


ლიონის გულშემატკივრებმა მოედანზე შეჭრა სცადეს, ხოლო გუნდის ფეხბურთელები გენდუზისკენ გაემართნენ, რათა მის საქციელზე პასუხი მოეთხოვათ.


ერთ-ერთმა გულშემატკივარმა გენდუზის მხარეს, გვირაბთან ახლოს შეღწევა მოახერხა და მასთან ხელჩართულ ჩხუბში ჩაერთო.


სწორედ ამან გამოიწვია სრული ქაოსი ლიონისა და ფენერბაჰჩეს წარმომადგენლებს შორის, გვირაბში მასობრივი ჩხუბი დაიწყო და მონაწილეები ერთმანეთს მუშტებს ურტყამდნენ.


მომხდარზე კომენტარი თავად ფრანგმა ფეხბურთელმა გააკეთა:


„პატივისცემა? ჩემთან დაპირისპირება გინდათ? მაშინ იცოდეთ, რომ ეს ორმხრივია!


90 წუთის განმავლობაში, უფრო მეტხანსაც კი, დედაჩემსა და ჩემს ოჯახს შეურაცხყოფას აყენებდნენ, ამის შემდეგ კი ჩვენ ისე აღნიშვნის უფლებაც არ გვაქვს, როგორც გვინდა... ეს სამარცხვინოდ მიმაჩნია.


წარმოიდგინეთ, 60 000 ადამიანი შენს ოჯახს, დედას, შვილებს შეურაცხყოფას აყენებს და არავინ, მსაჯებიც კი, არ ეუბნება მათ, რომ გაჩერდნენ! 


ეს ძალიან მძიმედ მოქმედებს... ვიცი, რომ საფრანგეთში, როდესაც მსგავსი რამ ხდება, რაღაც მომენტში თამაშს აჩერებენ და გულშემატკივრებს მოუწოდებენ, რომ შეწყვიტონ.“


მატეო გენდუზი 2022-24 წლებში მარსელში თამაშობდა და ლიონის გულშემატკივრებთან მისი ცუდი ურთიერთობაც აქედან გამომდინარეობს.


ფენერბაჰჩემ ორი მატჩის ჯამში ლიონი დაამარცხა და ჩემპიონთა ლიგაზე 2008/09 წლების სეზონის შემდეგ პირველად დაბრუნდა.



Lyon sahasında skandal saldırı! Maç sonu çıkan olaylardan yeni görüntüler geldi.

Guendouzi’nin sevincini kutladığı anlarda Lyonlu futbolcular saldırıya geçiyor. Bu sırada Fenerbahçeli futbolcular, takım arkadaşları Guendouzi’yi adeta güvenlik görevlisi gibi koruyorlar.… https://t.co/OfDNNErE6j pic.twitter.com/Iq5jCZNpM1

— Aykırı (@aykiri) August 26, 2026




Guendouzi mostrou dedo do meio no aquecimento quando a musica do LYON estava sendo cantada pelos seu torcedores

Após o Fenerbahçe eliminar o lyon da champions, guendouzi provoca os torcedores do lyon novamente.

Os torcedores do lyon tentam invadir e os jogadores do lyon vão…

— Ryan (@ryanspfc7) August 26, 2026


თაზო ჩარკვიანი

თაზო ჩარკვიანი

ფენერბაჰჩე
გენდუზი
ლიონი

ლინკის დაკოპირება

ცხელი სიახლეები

შეთანხმება შედგა - სად გადადის რომელუ ლუკაკუ?

•ფეხბურთი

ფეხბურთი

შეთანხმება შედგა - სად გადადის რომელუ ლუკაკუ?
•ფეხბურთი

ფეხბურთი

შეთანხმება შედგა - ბარსელონამ სათადარიგო მეკარე დაიბევა

•ფეხბურთი

ფეხბურთი

შეთანხმება შედგა - ბარსელონამ სათადარიგო მეკარე დაიბევა
•ფეხბურთი

ფეხბურთი

გადამწყვეტი მატჩები - რომელი გუნდები გავლენ ჩემპიონთა ლიგაზე?

•ფეხბურთი

ფეხბურთი

გადამწყვეტი მატჩები - რომელი გუნდები გავლენ ჩემპიონთა ლიგაზე?
•ფეხბურთი

ფეხბურთი

5 გუნდი, რომლებისგანაც ლიგაზე სიურპრიზებს ველით

•ფეხბურთი

ფეხბურთი

5 გუნდი, რომლებისგანაც ლიგაზე სიურპრიზებს ველით
•ფეხბურთი

ფეხბურთი

News image

11 აგვ, 2026

შეთანხმება შედგა - სად გადადის რომელუ ლუკაკუ?

News image

21 აგვ, 2026

შეთანხმება შედგა - ბარსელონამ სათადარიგო მეკარე დაიბევა

News image

25 აგვ, 2026

გადამწყვეტი მატჩები - რომელი გუნდები გავლენ ჩემპიონთა ლიგაზე?

News image

2 სთ წინ

5 გუნდი, რომლებისგანაც ლიგაზე სიურპრიზებს ველით

კომენტარები

ლინკის დაკოპირება