VIDEO: კიტეიშვილის საგოლე პასი და გამარჯვების გოლი - შტურმმა დრამაში მოიგო
19 ოქტ, 2025 · 0 წთ წასაკითხად
ლინკის დაკოპირება
-
Aa
+
ფონტის ზომა
ავსტრიის ბუნდესლიგის მე-10 ტურში გრაცის შტურმი ლინცს ესტუმრა.
სასტარტო შემადგენლობაში იყო ოთარ კიტეიშვილი, რომელმაც მატჩი სრულად ჩაატარა და თავის გუნდში საუკეთესოც გახდა. შეხვედრა უხვგოლიანი გამოდგა და საბოლოოდ 3-4 დასრულდა.
ქართველმა ნახევარმცველმა 63-ე წუთზე საგოლე გადაცემა მიითვალა, მაურის მელოუნმა კი ანგარიში 1-2 გახადა.
87-ე წუთზე, როცა ანგარიში 3-3 იყო, ოთარ კიტეიშვილმა გადამწყვეტი გოლი გაიტანა და საკუთარ გუნდს მოაგებინა. მან Sofascore-სგან 8.3 შეფასება დაიმსახურა, რაც თავის გუნდში საუკეთესო მაჩვენებელია.
ამ გამარჯვებით, შტურმმა 9 მატჩის შემდეგ, 21 ქულა დააგროვა და სატურნირო ცხრილს ლიდერობს.
ქართველმა მოთამაშემ კი ავსტრიის ბუნდესლიგის მიმდინარე სეზონში მე-6 გოლი გაიტანა და ამ მომენტისთვის ჩემპიონატის თანაბომბარდირია.