VIDEO: კლასი არ ბერდება - სერხიო რამოსმა ინტერში კივუს სადებიუტო მატჩი არ მოაგებინა
12 სთ წინ · 0 წთ წასაკითხად
ლინკის დაკოპირება
-
Aa
+
ფონტის ზომა
მსოფლიო საკლუბო ჩემპიონატის ჯგუფური ეტაპის პირველი ტურის მატჩში მექსიკური მონტერეი რაიადოსი, რომელშიც სერხიო რამოსი ასპარეზობს, მილანის ინტერს დაუპირისპირდა.
შეხვედრა საკმაოდ დაძაბული გამოვიდა და ფრედ 1:1 დასრულდა.
25-ე წუთზე სერხიო რამოსმა თავისი საუკეთესო წლები გაიხსენა და კუთხურიდან ბრწყინვალე თავურით შეძლო მილანელების კარის აღება.
42-ზე კი ლაუტარო მარტინესმა შეძლო ანგარიშის გათანაბრება და როგორც შემდგომ აღმოჩნდა, მატჩის საბოლოო ანგარიშის დაფიქსირებაც.
აღნიშნულ შეხვედრაში შედგა ინტერის ახალი მთავარი მწვრთნელის, კრისტიან კივუს დებიუტი, რომელმაც ყოფილ კლუბში მწვრთნელად დაბრუნება გამარჯვებით ვერ აღნიშნა.
რუმინელ სპეციალისტს სიმონე ინძაგის ტაქტიკა არ შეუცვლია და მოედანზე 3-5-2 სქემით გავიდა.