VIDEO: კლივლენდმა ტორონტოსთან სერიაში ანგარიში გახსნა
18 აპრ, 2026 · 0 წთ წასაკითხად
-
Aa
+
ფონტის ზომა
NBA-ში პლეიოფები დაიწყო.
გახსნით მატჩში ერთმანეთს კლივლენდ კავალიერსი და ტორონტო რეპტორსი დაუპირისპირდნენ, რომელიც კლივლენდის გამარჯვებით 126-113 დასრულდა და სერიაში ანგარიში გაიხსნა.
გამარჯვებულ გუნდს დონოვან მიჩელმა ულიდერა, რომელმაც 32 ქულა მიითვალა, კანადელთა მხრიდან კი საუკეთესო არჯეი ბარეტი იყო 24 ქულით.
სანდრო მამუკელაშვილმა პარკეტზე 20 წუთი გაატარა და ამ დროში 3 ქულა, 8 მოხსნა და 2 შედეგიანი გადაცემა დააგროვა.