VIDEO: ბოლო 4 სეზონში პირველად - ტორონტო პლეი-ოფშია და მეტოქეც იცის
3 სთ წინ · 0 წთ წასაკითხად
-
Aa
+
ფონტის ზომა
სანდრო მამუკელაშვილის ტორონტო რეპტორსმა NBA-ის აღმოსავლეთ კონფერენციის რეგულარული სეზონი მე-5 ადგილზე დაასრულა და პლეი-ოფში 2022 წლის შემდეგ პირველად გავიდა.
რეგულარულის ბოლო მატჩში, კანადელებმა უმოტივაციო ბრუკლინ ნეთსს შანსი არ დაუტოვეს - 136:101. არ ჯეი ბერეტს ყველაზე მეტი ქულა ჰქონდა (26 ქულა, 3 მოხსნა, 2 ასისტი), ბრენდონ ინგრამს ორმაგ დუბლამდე ცოტა დააკლდა (25 ქულა, 9 მოხსნა, 2 ასისტი), ხოლო სკოტი ბერნსმა საერთოდ სამმაგი დუბლი მიითვალა - 18 ქულა, 12 მოხსნა, 12 ასისტი.
რაც შეეხება მამუს, მან პარკეტზე 17:38 წუთი გაატარა - 9 ქულა, 3 მოხსნა, 3 ასისტი. 3-დან 3 ორქულიანი და 2-დან 1 სამქულიანი ჩააგდო.
ატლანტა ჰოუქსის მარცხის ფონზე, რეპტორსმა კონფერენციის მე-5 ადგილი დაიკავა და პლეი-ოფის 1/8 ფინალში პირდაპირ გავიდა, იქ კი მისი მეტოქე მე-4 ადგილოსანი კლივლენდ კავალიერსი იქნება.
აღსანიშნავია, რომ დარკო რაიაკოვიჩის გუნდმა კავალიერსს წლევანდელ რეგულარულში 3-დან 3 მატჩი მოუგო (მათგან 2 სტუმრად) - ყველა ეს შეხვედრა ნოემბერში ჩატარდა და მას შემდეგ აღარ უთამაშიათ.
კლივლენდისა და ტორონტოს პირველი 1/8 ფინალური შეხვედრა 18 აპრილს, კლივლენდში გაიმართება, რაც ნიშნავს, რომ საკუთარი მოედნის უპირატესობა კავალიერსს აქვს.