პორტუგალიის ქალაქ პორტიმაოში მიმდინარე ბატუტზე ხტომის ევროპის ჩემპიონატზე, უფროსებს შორის, საქართველომ ევროპის ოლიმპიური თამაშების 2 ლიცენზია მოიპოვა.
ლიცენზიის მოსაპოვებლად, სინქრონულ ხტომებში ფინალში გასვლა იყო საჭირო, რაც ანანო აფაქიძემ და მარიამ რაგიმოვმა 47.520 ქულით მოახერხეს და ევროპის ოლიმპიურ თამაშებზე გამოსვლის უფლება ოფიციალურად მიიღეს.
აფაქიძე და რაგიმოვი გამოვლენ ოლიმპიურ თამაშებზე, რომელიც თურქეთის ქალაქ სტამბოლში, 2027 წლის 16-27 ივნისს ჩატარდება.
ბატუტზე ხტომა - ბოჭოიძე-ჩხაიძის წყვილი ევროპის ჩემპიონი გახდა