საქართველოს წყალბურთის ნაკრები მსოფლიო თასის ფინალურ ეტაპზე ისტორიაში პირველად ითამაშებს.
ტურნირის 8-გუნდიან სუპერ ფინალს ავსტრალიის ქალაქი სიდნეი უმასპინძლებს. გუშინდელი შედეგებით, მონაწილე 8-ვე გუნდი უკვე გარკვეულია.
მასპინძელი ავსტრალიის გარდა, 1-ელი დივიზიონიდან სუპერ ფინალში თამაშის უფლება ხორვატიის, საბერძნეთის, უნგრეთის, იტალიისა და ესპანეთის ნაკრებებმა მიიღეს, ხოლო მე-2 დივიზიონიდან საგზურს საქართველოსა და მონტენეგროს ნაკრებები დაეუფლნენ.
ტურნირი 23-26 ივლისსაა ჩანიშნული: 23-ში 1/4 ფინალებია, 25-ში - 1/2 ფინალები, ხოლო 26-ში ფინალი და მე-3 ადგილისთვის მატჩი.
მატჩის დღე - მსოფლიოს საკვალიფიკაციოს ფინალში მონტენეგროს ვხვდებით
ფოტო: საქართველოს საწყლოსნო სპორტის სახეობათა ფედერაცია