პარიზში როლან გაროსის ქალთა თანრიგის ფინალი გაიმართა, სადაც ერთმანეთს რეიტინგის პირველი და მეორე ნომრები - არინა საბალენკა და კოკო გოფი დაუპირისპირდნენ.
საბალენკამ მატჩის პირველი სეტის მოგება ტაიბრეიკზე მოახერხა, თუმცა გოფმა თამაშის მოტრიალება შეძლო და შეხვედრის მოგება 3 სეტში (6-7, 6-2, 6-4) მოახერხა.
21 წლის ამერიკელმა კარიერაში პირველი როლან გაროსი, სულ კი მეორე დიდი სლემის ტურნირი მოიგო.
გოფი გახდა სერენა უილიამსის (2015) შემდეგ პირველი ამერიკელი, რომელმაც როლან გაროსის ჩემპიონობა შეძლო.
კოკომ ჩემპიონობის გზაზე საბალენკასთან ერთად გადეცკი, ვალენტოვა, ბუჟკოვა, ალექსანდროვა, კისი და ბუასონი დაამარცხა.
კაცთა ფინალი კარლოს ალკარასსა და იანიკ სინერს შორის შედგება, სადაც ესპანელი ტიტულის დაცვას შეეცდება.