ინგლისის პრემიერ ლიგის 35-ე ტურში ლესტერისა და საუთჰემპტონის მატჩში მაყურებელმა კურიოზული მომენტი იხილა.
21-ე წუთზე მატჩის მთავარმა მსაჯმა დევიდ უებმა დაზიანება მიიღო და თამაშის მიმდინარეობისას მოედანზე დაეცა.
ბრიტანელ არბიტრს ლესტერის კაპიტანი ჯეიმი ვარდი მივარდა და მისი სასტვენი გამოიყენა, რათა თამაში გაეჩერებინა.
ტრავმირებული უები სემ ბაროტმა შეცვალა და თამაში გაგრძელდა. პირველი ტაიმი ლესტერმა 2-0 მოიგო. გოლები ჯეიმი ვარდიმ და ჯორდან აიუმ გაიტანეს.