VIDEO: მნიშვნელოვანი 3 ქულა - ჩელსიმ ჩემპიონ ლივერპულს მოუგო
04 მაი, 2025 · 0 წთ წასაკითხად
ლინკის დაკოპირება
-
Aa
+
ფონტის ზომა
ინგლისის პრემიერ ლიგის 35-ე ტურში ლონდონის ჩელსიმ სტემფორდ ბრიჯზე ჩემპიონი ლივერპული მიიღო და 3-1 დაამარცხა.
მატჩში ანგარიში სწრაფი გოლით, მე-3 წუთზე ენცო ფერნანდესმა გახსნა, პირველი ტაიმი ჩელსიმ 1-0 მოიგო.
56-ე წუთზე ლივერპულმა კურიოზული ავტო-გოლი გაუშვა, ვირჯილ ვან დაიკმა მოგერიებისას ბურთი ჯარელ ქუანსას გაარტყა და ისე გავიდა კარში.
85-ე წუთზე მერსისაიდელთა ნიდერლანდელმა კაპიტანმა ერთი ბურთი გაქვითა და სხვაობა შეამცირა, თუმცა მატჩის კომპენსირებულ დროში კოულ პალმერმა პენალტი გაიტანა და მატჩის საბოლოო ანგარიში 3-1 დააფიქსირა.
ჩელსისთვის ეს მნიშვნელოვანი 3 ქულაა - ლონდონელები 63 ქულით მე-5 ადგილზე არიან, რაც ჩემპიონთა ლიგის ზონაა, თუმცა ნოტინგემს, რომელსაც 60 ქულა აქვს, თავისი მატჩი კრისტალ პალასთან ჩასატარებელი აქვს.