ტრენტ ალექსანდერ-არნოლდმა სოციალურ ქსელში განცხადება გამოაქვეყნა.
"ლივერპულში გატარებული 20 წლის შემდეგ დროა დავადასტურო, რომ სეზონის ბოლოს მივდივარ.
ეს ნამდვილად არის ყველაზე რთული გადაწყვეტილება, რაც ცხოვრებაში მიმიღია.
ვიცი, რომ ბევრ თქვენგანს გაინტერესებთ, რატომ არ ვისაუბრე ამაზე აქამდე, მაგრამ ყოველთვის ჩემი მიზანი იყო მთლიანი ფოკუსი გუნდის საუკეთესო ინტერესებზე მქონოდა, რაც მე-20 ტიტულს ეხებოდა.
ეს კლუბი მთელი ჩემი ცხოვრებაა - მთელი ჩემი სამყარო - 20 წლის განმავლობაში. აკადემიიდან მოყოლებული აქამდე მხარდაჭერა და სიყვარული, რომელიც მივიღე ყველასგან კლუბის შიგნით და გარეთ, ყოველთვის ჩემთან დარჩება. სამუდამოდ თქვენს ვალში ვიქნები.
მაგრამ აქამდე სხვა არაფერი ვიცოდი და ეს გადაწყვეტილება ახალი გამოწვევის გამოცდილებას ეხება, ჩემი თავის კომფორტის ზონიდან გამოყვანას და ჩემი თავის გამოცდას, როგორც პროფესიულად ისე პერსონალურად.
ჩემი მაქსიმუმი გავიღე ყოველდღიურად ამ კლუბში და იმედი მაქვს თქვენც იგრძენით ეს.
მთელი გულით მადლობას ვუხდი ყველას - ჩემს მწვრთნელებს, მენეჯერებს, გუნდელებს, სტაფს და ჩვენს საოცარ გულშემატკივრებს - ბოლო 20 წლისთვის.
დალოცვილი ვარ, რომ აქ ჩემი ოცნებები ავისრულე და იღბლიანი ვარ, რომ ეს მომენტები თქვენთან ერთად გავიარე. ჩემი სიყვარული ამ კლუბის მიმართ არასდროს მოკვდება." - განაცხადა ინგლისელმა.
ტრენტ ალექსანდერ-არნოლდი რეალში - HERE WE GO!