საფრანგეთის ლიგა 1-ის 28-ე ტურში პარი სენ-ჟერმენმა გასვლაზე ანჟერი დეზირე დუეს გოლით 0-1 დაამარცხა. ფრანგს საგოლე გადაცემა ხვიჩა კვარაცხელიამ გაუკეთა.
ამ გამარჯვებით პსჟ საფრანგეთის ჩემპიონი ისტორიაში მეცამეტედ გახდა, ხვიჩამ კი პირველი პარიზული ტიტული მოიგო.
ქართველმა შემტევმა Sofascore-სგან 8.7 შეფასება დაიმსახურა და მატჩის საუკეთესო მოთამაშეც გახდა.
გთავაზობთ ხვიჩა კვარაცხელიას მომენტებს ანჟერთან შეხვედრაში.