მთავარი
სიახლეები
სპორტის გურუ
ქვიზები
14 სთ წინ · 0 წთ წასაკითხად
-
Aa
+
ფონტის ზომა
NBA-ს რეგულარული სეზონის მატჩში სან ანტონიო სპურსი ლოს ანჯელეს ლეიკერსს დაუპირისპირდა და 125-109 დამარცხდა.
პარკეტზე 13 წუთი გაატარა სანდრო მამუკელაშვილმა, რა დროშიც ქართველმა 10 ქულა და 2 მოხსნა მიითვალა. სანდრომ 4-დან 2 სამქულიანი, 2-დან 2 საჯარიმო და 2-დან 1 ორქულიანი ჩააგდო.
გამარჯვებულ გუნდს ქულებში ოსტინ რივზმა (30 ქულა) ულიდერა), ლუკა დონჩიჩს კი სამმაგ დუბლამდე 1 მოხსნა დააკლდა (21 ქულა, 9 მოხსნა, 14 შედეგიანი გადაცემა).
ლეიკერსი 67 მატჩში 42 მოგებით დასავლეთ კონფერენციაში მე-4 ადგილზეა, სპურსი 28 გამარჯვებით მე-13 პოზიციას იკავებს.
სანდროს მომენტები (6:30, 8:40)
თ
თაზო ჩარკვიანი
კომენტარები