VIDEO: მამუმ 14 წუთამდე ითამაშა - ტორონტო დენვერში დამარცხდა
3 სთ წინ · 0 წთ წასაკითხად
-
Aa
+
ფონტის ზომა
სანდრო მამუკელაშვილის ტორონტო რეპტორსმა დენვერ ნაგეთსთან სტუმრად 6-ქულიანი სხვაობით წააგო - 115:121.
მამუმ პარკეტზე 13:49 წუთი გაატარა, საკუთარ გუნდს კი 4 ქულა, 2 მოხსნა, 2 ასისტი შესძინა. მხოლოდ ერთხელ ესროლა - 2-ქულიანი ჩააგდო, ასევე 2-დან 2 საჯარიმო გამოიყენა.
69 მატჩის შემდეგ, რეპტორსს 39 მოგება აქვს და აღმოსავლეთ კონფერენციის მე-5 ადგილზეა.
დარკო რაიაკოვიჩის გუნდი მომდევნო თამაშს, 23 მარტის 05:00 საათზე, დასავლეთ კონფერენციის მე-7 ადგილოსან ფინიქს სანსთან გამართავს, რომელსაც ბოლო 4 შეხვედრა წაგებული აქვს.