წინასასეზონო მზადების ფარგლებში მანჩესტერ იუნაიტედი და ატლეტიკო ერთმანეთს ამხანაგურ მატჩში დაუპირისპირდნენ.
შეხვედრაში ანგარიში სწრაფი გოლით გაიხსნა. მე-5 წუთზე მადრიდელები არნაუ ორტისმა დააწინაურა.
მეორე ტაიმში მანჩესტერელებმა თამაშის მოტრიალება შეძლეს და ბრაიან მბიუმოს დუბლით იმარჯვეს.
კამერუნელმა შემტევმა 53-ე წუთზე ანგარიში პენალტის საშუალებით გაათანაბრა, 74-ე წუთზე კი გამარჯვების გოლიც გაიტანა.