VIDEO: მარესკას დებიუტი ჩაუშხამეს - ჩემპიონის ჩემპიონური სტარტი
2 სთ წინ · 0 წთ წასაკითხად
-
Aa
+
ფონტის ზომა
ინგლისის საფეხბურთო სეზონი ტრადიციულად „ქომიუნითი შილდით", ანუ სუპერთასით გაიხსნა, რომელშიც ერთმანეთს პრემიერ ლიგის გამარჯვებული არსენალი და FA თასის ჩემპიონი მანჩესტერ სიტი დაუპირისპირდნენ.
ამ შეხვედრაში შედგა მან სიტის ახალი თავკაცის, ენცო მარესკას დებიუტი, რომელმაც ამ პოსტზე ლეგენდარული პეპ გვარდიოლა შეცვალა.
სამწუხაროდ, თამაშის დაძაბულობა არ გამოვიდა ისეთი, როგორსაც გუნდების სახელები გვპირდებოდა - არსენალი კალაფიორის გოლით 25-ე წამზევე დაწინაურდა და მთლიანობაში, შეხვედრა სრულად მეთოფეების კარნახით წარიმართა, რომლებმაც მეტოქე 3:0 გაანადგურეს.
გოლები კალაფიორის გარდა გაიტანეს კაი ჰავერცმა და მარტინ ოდეგორმაც.
არსენალმა აღნიშნული თასი ისტორიაში მე-18-ედ და 2023 წლის შემდეგ პირველად მოიგო.