საფრანგეთის დედაქალაქ პარიზში როლან გაროსის ქალთა ფინალური მატჩი გაიმართა.
გადამწყვეტ შეხვედრაში ერთმანეთს მსოფლიო რეიტინგის 114-ე ნომერი მაია ხვალინსკა და მე-8 ნომერი მირა ანდრეევა დაუპირისპირდნენ. მატჩი 1 საათი და 23 წუთი გაგრძელდა და ახალგაზრდა რუსი ჩოგბურთელის გამარჯვებით 2 სეტში (6-3, 6-2) დასრულდა.
19 წლის მირა ანდრეევა მონიკა სელეშის შემდეგ როლან გაროსის ყველაზე ახალგაზრდა ჩემპიონი გახდა. 1992 წელს სელეში 18 წლის იყო, როცა გრანდ სლემი მოიგო.
ანდრეევასთვის ეს კარიერაში მე-6 ტიტული და პირველი მოგებული გრანდ სლემია. 2026 წელს მირამ ტურში ყველაზე მეტი, 36 მატჩი მოიგო.
ჩემპიონობის გზაზე 19 წლის მოთამაშემ ფერო, ბასოლსი, ბუზკოვა, ტაიხმანი, კირსტეა, კოსტიუკი და ხვალინსკა დაამარცხა და ამ მატჩებში მხოლოდ 1 სეტი დათმო (ბასოლსთან).
აღსანიშნავია მაია ხვალინსკას მიღწეული შედეგიც, რომელიც როლან გაროსის ისტორიაში პირველი კვალიფიკანტი ფინალისტი გახდა.
როლან გაროსის კაცთა ფინალში ერთმანეთს ალექსანდერ ზვერევი და ფლავიო კობოლი შეხვდებიან. მატჩი 7 ივნისს გაიმართება.