ესპანეთის ლა ლიგის 34-ე ტურში ვალენსიამ მესტალიაზე ატლეტიკო მიიღო და 0-2 დამარცხდა.
მადრიდელებმა ჩემპიონთა ლიგის ნახევარფინალის საპასუხო მატჩის წინ გადახალისებული შემადგენლობით ითამაშეს, თუმცა გამარჯვება იკერ ლუკესა და მიგელ კუბოს გოლებით მაინც მოახერხეს.
ბრწყინვალე გოლის გატანა შეეძლო ნაუელ მოლინასაც, რომელმაც თითქმის ცენტრის რკალიდან დაარტყა, თუმცა ბურთი ძელს მოხვდა და არგენტინელს მორიგ შედევრამდე ცოტა დააკლდა.
ატლეტიკოს ლა ლიგაში 63 ქულა აქვს და ცხრილში მე-4 ადგილზე იმყოფება, ვილიარეალთან ჩამორჩენა 5 ქულაა.