მონტე კარლოს 1000-ქულიანი მასტერსის 1/16 ფინალში დანილ მედვედევი მატეო ბერეტინის დაუპირისპირდა.
რუსისა და იტალიელის დაპირისპირება 51 წუთი გაგრძელდა და ბერეტინის დომინანტური გამარჯვებით (6-0, 6-0) დასრულდა.
მატჩის შემდეგ იტალიელმა განაცხადა, რომ ეს მის ცხოვრებაში ერთ-ერთი საუკეთესო პერფორმანსი იყო:
ვფიქრობ, ეს ჩემს ცხოვრებაში ერთ-ერთი საუკეთესო მატჩი იყო. მხოლოდ 3 შეცდომა დავუშვი. ეს არ იყო ადვილი ისეთი რთული მეტოქის წინააღმდეგ, როგორიც დანილია.
1/8 ფინალში ბერეტინი ბრაზილიელ ფონსეკასა და ფრანგ რინდერკნეშს შორის გამარჯვებულს შეხვდება.