VIDEO: მორიგი მარცხი - ტოტენჰემი გასავარდნ ზონაშია
4 სთ წინ · 0 წთ წასაკითხად
-
Aa
+
ფონტის ზომა
ინგლისის პრემიერ ლიგის 32-ე ტურში სანდერლენდმა საკუთარ მოედანზე ტოტენჰემი მიიღო.
შეხვედრის პირველი ტაიმი უგოლოდ დასრულდა, მეორე ტაიმში კი ერთადერთი გოლი მასპინძლებმა გაიტანეს. 61-ე წუთზე ნორდი მუკიელეს დარტყმის შემდეგ ბურთი მიკი ვან დე ვენს მოხვდა და ტოტენჰემის კარში წავიდა, ანგარიში რიკოშეტით გაიხსნა.
შეხვედრის დარჩენილ დროში ტოტენჰემმა თამაშის გადარჩენა ვეღარ შეძლო და მორიგი მარცხი განიცადა.
ლონდონურმა კლუბმა პრემიერ ლიგაში ზედიზედ მე-14 მატჩი ვერ მოიგო და 2026 წელს ჯერ კიდევ გამარჯვების გარეშეა.
აწ უკვე რობერტო დე ძერბის გუნდი ცხრილში 30 ქულით მე-18 ადგილზეა და უსაფრთხო ზონაში მყოფ ვესტ ჰემს 2 ქულით ჩამორჩება.