საფრანგეთის ლიგა 1-ის მატჩში ნიცას წინააღმდეგ, დეზირე დუემ უმძიმესი ტრავმა მიიღო.
ჯერჯერობით დიაგნოზი უცნობია, თუმცა ვითარება ძალიან ჰგავს ხვიჩა კვარაცხელიას ტრავმას, კერძოდ მუხლის ჯვარედინი იოგის გაწყვეტას.
კადრებში ჩანს, როგორ უზიანდება დეზირე დუეს მუხლი და ეცემა მოედანზე, შემდეგ კი ექიმებმა ის საკაცით გაიყვანეს.
გავრცელებული ცნობებით, ხვიჩა კვარაცხელიას მსგავსად დეზირე დუესთვისაც სეზონი ნაადრევად დასრულდება, თუმცა ოფიციალურ დიაგნოზს უახლოეს დღეებში გავიგებთ.