იტალიის სერია ა-ს 21-ე ტურში ლაციომ სტადიო ოლიმპიკოზე კომო მიიღო და 0-3 განადგურდა.
შეხვედრაში ანგარიში სწრაფი გოლით მარტინ ბატურინამ გახსნა, რომელმაც გოლი მე-2 წუთზე გაიტანა. 24-ე წუთზე სხვაობა ორამდე ნიკო პასმა გაზარდა. არგენტინელს დუბლის შესრულება მალევე შეეძლო, თუმცა 35-ე წუთზე მან პენალტი ვერ გამოიყენა.
მეორე ტაიმში ნიკო პასმა კიდევ ერთი გოლის გატანა მაინც მოახერხა, რომელიც ლამაზი გამოვიდა. ბატურინას ქუსლით დატოვებული პასის შემდეგ, პასმა კარგი დარტყმით აიღო ლაციოს კარი და დუბლი მიითვალა.
ამ მოგებით კომოს 37 ქულა დაუგროვდა და ცხრილში მე-6 ადგილს იკავებს, ლაციო კი 28 ქულით მე-9 პოზიციაზეა.
ნიკო პასს სერია ა-ს მიმდინარე სეზონში 8 გოლი და 6 საგოლე გადაცემა აქვს და ბომბარდირთა დავაში მხოლოდ ლაუტარო მარტინესს (11 გოლი) ჩამორჩება.