NBA-ს პლეიოფში დასავლეთ კონფერენციის ფინალში ოკლაჰომა სიტი თანდერსა და მინესოტა ტიმბერვულვზს შორის სერიის მე-2 მატჩი გაიმართა.
მეორე თამაშიც ოკლაჰომამ მოიგო (118-103) და სერიაში ანგარიში უკვე 2-0 არის.
გამარჯვებულ გუნდს რეგულარული სეზონის MVP-მ, შაი გილჯეს-ალექსანდერმა 38 ქულითა და 8 შედეგიანი გადაცემით ულიდერა.
გუნდებს შორის მე-3 მატჩი 25 მაისს გაიმართება.