კადისის შემტევმა იური ტაბატაძემ ლა ლიგა 2-ის ზედიზედ მეორე ტურში გაიტანა - ამჯერად ხიხონის სპორტინგის კარში შეაგდო. მისმა გუნდმა 3:2 მოიგო.
ტაბატაძე თამაშში ისევ ცვლილებიდან, 64-ე წუთზე ჩაერთო - 8 წუთში კარგი გარღვევა შეასრულა, პენალტი მოიპოვა და გოლად თავადვე გარდასახა.
წინა, მე-20 ტურში, ლა კორუნიის დეპორტივოს გასვლით მატჩში ანგარიში 85-ე წუთზე გაუთანაბრა და გუნდს ქულა მოუტანა.
ქართველისთვის მიმდინარე ჩემპიონატში მე-6 გოლია, სათასო 2 შეხვედრაში კი 2 ასისტი აქვს.
21 ტურის შემდეგ, კადისმა 34 ქულა მოაგროვა, მე-5 ადგილზეა და ლიდერ სანტანდერის რასინგს (ამ ტურის მატჩი სათამაშო აქვს) 4 ქულით ჩამორჩება.
ტაბატაძის გუნდი, რომელიც 4 ტურია აღარ აგებს, 18 იანვარს მე-17 ადგილოსან და 23-ქულიან ალბასეტეს ესტუმრება.