VIDEO: ფერან ტორესის დებიუტი, დუბლი და გადარჩენილი ქულა
2 სთ წინ · 0 წთ წასაკითხად
-
Aa
+
ფონტის ზომა
საფრანგეთის ლიგა 1-ის პირველ ტურში პარი სენ-ჟერმენი რენს ესტუმრა.
შეხვედრის პირველი ტაიმი პარიზელებმა შიმანსკისა და ლეპოლის გოლებით 2-0 წააგეს და მეორე ტაიმს რთულ სიტუაციაში შეხვდნენ.
სტუმართა სასტარტო შემადგენლობაში იყო ხვიჩა კვარაცხელია, რომელიც ლუის ენრიკემ მეორე ტაიმის სტარტზე შეცვალა. ქართველის ნაცვლად მოედანზე ბელგიელი ახალწვეული მიკა გოდტსი გამოვიდა.
ასევე მეორე ტაიმში ჩაერთო თამაშში ახალწვეული მსოფლიო ჩემპიონი ფერან ტორესი, რომელმაც პარიზელებს ქულა გადაურჩინა კიდეც.
71-ე წუთზე ესპანელმა შემტევმა სადებიუტო გოლი გაიტანა, 82-ე წუთზე კი თავური დარტყმით დუბლი შეასრულა და მატჩის საბოლოო ანგარიში 2-2 დააფიქსირა. ორივე შემთხვევაში საგოლე გადაცემა ასევე ესპანელმა ფაბიან რუისმა მიითვალა.
ასე რომ, მსოფლიო ჩემპიონატის ფინალში ესპანეთის ნაკრების გმირი პარიზულ კარიერას ხმაურიანად იწყებს.
პარი სენ-ჟერმენი მე-2 ტურში ლილს ესტუმრება, რენი კი საკუთარ მოედანზე ლე მანს მიიღებს.