გერმანიის ბუნდესლიგის მე-14 ტურში ბაიერნი ალიანც არენაზე მაინცს დაუპირისპირდა.
შეხვედრაში ანგარიში მიუნხენელთა 17 წლის ტალანტმა, ლენარტ კარლმა გახსნა. ტაიმის ბოლოს კი კასპერ პოტულსკიმ ანგარიში გაათანაბრა.
67-ე წუთზე სტუმართა მხრიდან ლი ჯე-სუნგმა გამოიჩინა თავი და მაინცი წინ გაიყვანა. ბაიერნი სენსაციურ მარცხთან ახლოს იყო, თუმცა 87-ე წუთზე ჰარი კეინმა პენალტი ზუსტად შეასრულა და კომპანის გუნდს ქულა გადაურჩინა.
მიუნხენურმა გუნდმა ამ სეზონში მე-2 ფრე ითამაშა და კვლავ დაუმარცხებელია. ბაიერნს 38 ქულა აქვს და ცხრილს 9-ქულიანი უპირატესობით ლიდერობს.
ჰარი კეინს კი ბუნდესლიგის მიმდინარე სეზონში უკვე 18 გოლი აქვს და მდევრებს 10 გოლით უსწრებს.