VIDEO: ფრე უზბეკებთან - დინამომ თურქეთში მე-4 მოსამზადებელი მატჩი გამართა
17 თებ, 2026 · 0 წთ წასაკითხად
-
Aa
+
ფონტის ზომა
თურქულ შეკრებაზე მყოფმა დინამო თბილისმა მე-4 ამხანაგური შეხვედრა უზბეკურ ნოვბაჰორთან გამართა.
მატჩში ანგარიში, 24-ე წუთზე, თბილისელთა პორტუგალიელმა ლეგიონერმა, რუი მონტეირუმ გახსნა, რასაც უზბეკებმა 94-ე წუთზე გატანილი გოლით უპასუხეს და თამაში 1:1 დასრულდა.
22 წლის მონტეირუ, რომელიც ამპლუით გარემარბია, პორტუ B-ს წევრი იყო და დინამოელებმა იანვრის ბოლოს დაიმატეს.
ნოვბაჰორთან შეხვედრამდე, დინამო უკრაინულ შახტართან (2:7), ლატვიურ აუდასთან (0:1) და უკრაინულ ვერეს-რივნესთან (0:2) დამარცხდა.
ვლადიმერ კაკაშვილის გუნდი თურქული შეკრების ბოლო, მე-5 მოსამზადებელ თამაშს ყაზახურ ჟეტისუსთან 17 თებერვალს გამართავს.