VIDEO: პულიშიჩის დუბლი - მილანის საოცარი ქამბექი ლეჩესთან
08 მარ, 2025 · 0 წთ წასაკითხად
ლინკის დაკოპირება
-
Aa
+
ფონტის ზომა
იტალიის სერია ა-ს 28-ე ტურში ლეჩემ საკუთარ მოედანზე მილანი მიიღო.
როსონერის პირველ ტაიმში საკმაოდ არ გაუმართლა და ორი გოლი თამაშგარე მდგომარეობის გამო გაუუქმდა, საპასუხოდ კი კრშტოვიჩმა მასპინძლები წინ გაიყვანა და ლეჩეს პირველი ტაიმი მოაგებინა.
59-ე წუთზე კრშტოვიჩმა დუბლი შეასრულა და მილანი კიდევ უფრო რთულ მდგომარეობაში ჩავარდა, თუმცა როსონერიმ მატჩის მოტრიალება მაინც შეძლო.
ერთი ბურთი გალოს ავტო-გოლით გაიქვითა, გადამწყვეტი გოლები კი კრისტიან პულიშიჩმა გაიტანა, რომელმაც დუბლი შეასრულა.
მილანმა ამ გამარჯვებით 44 ქულა დააგროვა და სატურნირო ცხრილში მე-8 ადგილზეა.