ჩინეთის სუპერ ლიგის 23-ე ტურში შანდონგ ტაიშანმა ბეიჯინგ გუოანი 6-0 გაანადგურა.
გამარჯვებულ გუნდს ვაკო ყაზაიშვილმა ულიდერა, რომელმაც 6-დან 5 გოლში მიიღო მონაწილეობა.
ქართველმა შემტევმა მე-15, 22-ე, 43-ე და 71-ე წუთებზე გატანილი გოლებით პოკერი შეასრულა, 45-ე წუთზე კი ვაკომ გილერმე მადრუგას საგოლე გადაცემა გაუკეთა.
ყაზაიშვილი საოცარ ფორმაშია. მან ბოლო 6 მატჩში 11 გოლი გაიტანა, ჯამში კი 19 გოლით ჩინეთის სუპერ ლიგის ბომბარდირთა დავას სათავეში ჩაუდგა.
შანდონგი კი 48 ქულით მე-4 ადგილზეა და ლიდერ ჩენგდუ რონგჩენგს მხოლოდ 2 ქულით ჩამორჩება.