VIDEO: ქოჩორა განაცხადში არ ყოფილა - სპორტინგმა პორტუში ქულა ბოლო წამებზე გადაარჩინა
2 სთ წინ · 0 წთ წასაკითხად
-
Aa
+
ფონტის ზომა
გიორგი ქოჩორაშვილის სპორტინგმა, პორტუგალიის ჩემპიონატის 21-ე ტურში, სტუმრად პორტუსთან ითამაშა და ქულა ბოლო წამებზე გადაარჩინა - 1:1.
პორტუელები 77-ე წუთზე დაწინაურდნენ, ლისაბონელებმა კი მე-100 წუთზე პენალტის დარტყმის უფლება მიიღეს - ჩემპიონატის თანაბომბარდირმა, ლუის სუარესმა 11 მეტრიდან ვერ შეაგდო, მაგრამ დამატებაზე ანგარიში გაათანაბრა და ლომებს უმნიშვნელოვანესი თამაში გადაურჩინა.
შედეგად, ლიდერ პორტუსა და სპორტინგს შორის 4-ქულიანი დისტანცია შენარჩუნდა და საჩემპიონო რბოლა კვლავ დაძაბულია.
ქოჩორაშვილი სპორტინგის განაცხადში არ ყოფილა. პორტუგალიურ პრესაში მის ტრავმასა და ან სხვა დაავადებაზე ინფორმაცია არ გავრცელებულა.