• ArenamaxArenamax
  • სპორტის გურუ
  • ქვიზები
  • ვიდეო
  • არენა

არენამაქსი

ქვიზები

სპორტის გურუ

სიახლეები

ArenamaxArenamax

სპორტის გურუ

სიახლეები

ქვიზები

ვიდეო

არენა

წესები და პირობები

Cookies პოლიტიკა

კონფიდენციალურობის პოლიტიკა

ცხელი ხაზი: +995 32 2971012
  • facebook icon
  • youtube icon
  • instagram icon
ცხელი ხაზი: +995 32 2971012[email protected]

Copyright © 2023 Adjarabet Arena. All Rights Reserved.

  • facebook icon
  • youtube icon
  • instagram icon
VIDEO: ქოჩორას ისევ არ უთამაშია - სპორტინგმა დრამატულად მოიგო
ფეხბურთიფეხბურთი
ქართულიქართული

VIDEO: ქოჩორას ისევ არ უთამაშია - სპორტინგმა დრამატულად მოიგო

09 ნოე, 2025 · 0 წთ წასაკითხად

-

Aa

+

ფონტის ზომა

გიორგი ქოჩორაშილს სპორტინგის მაისურით მინდორზე გასვლის საშუალება ზედიზედ მე-3 მატჩში არ მიეცა. რუი ბორჟესის გუნდმა სანტა კლარას სტუმრად 2:1 მოუგო.

დედაქალაქელები თავიდანვე ჩამორჩნენ, თუმცა პედრო გონსალვეშმა გაათანაბრა და ტაიმი 1:1 დასრულდა. მეორე ნახევრის დამატებულ, 91-ე წუთზე, სპორტინგს მაქსიმილიანო არაუხო გაუძევეს და დარჩენილ მცირე დროში მოგების შანსი კიდევ უფრო შეუმცირდა.

94-ე წუთზე, ლაინსმენმა კუთხური არასწორად დანიშნა - გამეორებაზე ნათლად გამოჩნდა, რომ ჯიოვანი ქენდას უბრალოდ ფეხი დაუცდა და ბურთი მეტოქესთან ახლოსაც არ მისულა, პირით ხაზს იქით ისე გადავარდა. სწორედ ამ კუთხურიდან, იმავე ქენდას მიერ მოწოდების შემდეგ, ლომების კაპიტანმა მორტენ ჰიულმანმა გამარჯვების გოლი შეაგდო და გუნდს რთული მატჩი მოაგებინა.

რუი ბორჟესი ქოჩორას უკვე მე-3 მატჩია სათადარიგოთა შორის ბოლომდე ტოვებს, ხოლო ოქტომბრის სანაკრებოს შემდეგ ჩატარებული 7-დან მხოლოდ 2 თამაშში მისცა დრო - თასზე ალვერკასთან 90 წუთით და ჩემპიონატში ტონდელასთან 5 წუთით.

გიოს მიმდინარე სეზონში 11 საკლუბო შეხვედრაში აქვს მონაწილეობა მიღებული, თუმცა ფაქტია, ნოემბრის სანაკრებოს პრაქტიკულად სათამაშო პრაქტიკის გარეშე ხვდება.

ლიგა პორტუგალის 11 ტურის შემდეგ, სპორტინგმა 28 ქულა მოაგროვა და გაუთანაბრდა ლიდერ პორტუს, რომელიც დღეს ოთო მამაგეიშვილის ფამალიკაუს ესტუმრება. ლომები მომდევნო ტურში მე-14 ადგილოსან ეშტრელას მიიღებენ.

ირაკლი ფოფხაძე

ირაკლი ფოფხაძე

საქართველო
გიორგი ქოჩორაშვილი
სპორტინგი

ლინკის დაკოპირება

ცხელი სიახლეები

2 მედალი - ზემო ავსტრიის გრან პრიზე ქართული ფინალი შედგა

•ქართული

ქართული

2 მედალი - ზემო ავსტრიის გრან პრიზე ქართული ფინალი შედგა
•ქართული

ქართული

VIDEO: ქულების ლიდერი და MVP - ტენერიფეს შერმადინის მაგარმა პერფორმანსმა არ უშველა

•კალათბურთი

კალათბურთი

VIDEO: ქულების ლიდერი და MVP - ტენერიფეს შერმადინის მაგარმა პერფორმანსმა არ უშველა
•კალათბურთი

კალათბურთი

VIDEO: კორსანტიას სოლიდური მატჩი - გიპუსკოამ ბოლო 15 ტურში მე-13 მატჩი მოიგო

•კალათბურთი

კალათბურთი

VIDEO: კორსანტიას სოლიდური მატჩი - გიპუსკოამ ბოლო 15 ტურში მე-13 მატჩი მოიგო
•კალათბურთი

კალათბურთი

VIDEO: ზურიკოს ასისტების დუბლი - სენტ ეტიენმა ზედიზედ მე-5 ტურში მოიგო

•ფეხბურთი

ფეხბურთი

VIDEO: ზურიკოს ასისტების დუბლი - სენტ ეტიენმა ზედიზედ მე-5 ტურში მოიგო
•ფეხბურთი

ფეხბურთი

News image

08 მარ, 2026

კომენტარები

ლინკის დაკოპირება