საფრანგეთის ლიგა 1-ის 32-ე ტურში სენტ-ეტიენმა საკუთარ მოედანზე მონაკო მიიღო და 1-3 დაამარცხა.
65-ე წუთზე ზურიკო დავითაშვილმა მონაკოს ულამაზესი გოლი გაუტანა და ანგარიში 1-1 გახადა.
სენტ-ეტიენი 27 ქულით მე-17 ადგილზე რჩება, რაც გასავარდნი ზონაა. მწვანეებს უსაფრთხო ზონამდე 3 ქულა აშორებს.
ქართველი შემტევის ანგარიშზე ლიგა 1-ის მიმდინარე სეზონში 9 გოლი და 7 საგოლე გადაცემაა.