VIDEO: რაფინიას ჰეთ-თრიქი - ბარსელონამ სევილია გაანადგურა
6 სთ წინ · 0 წთ წასაკითხად
-
Aa
+
ფონტის ზომა
ესპანეთის ლა ლიგის 28-ე ტურში ბარსელონამ კამპ ნოუზე სევილია მიიღო.
მასპინძლებმა უპირატესობა მალევე მოიპოვეს. მე-9 და 21-ე წუთებზე დანიშნული პენალტები რაფინიამ შეასრულა ზუსტად, მათ შორის პირველი კი პანენკას სტილში დაარტყა და დუბლი პირველივე ტაიმში მიითვალა.
38-ე წუთზე ანგარიში 3-0 დანი ოლმომ გახადა, ტაიმის კომპენსირებულ დროში კი სტუმართა მხრიდან ოსომ ერთი ბურთი გაქვითა. მე-2 ტაიმიც სწრაფი გოლით დაიწყო. 51-ე წუთზე რაფინიამ რიკოშეტის შემდეგ კიდევ ერთი გოლი გაიტანა და ჰეთ-თრიქიც შეასრულა.
მე-60 წუთზე კი თავი სოლო-რეიდის შემდეგ ჟოაუ კანსელუმ გამოიჩინა, რომელმაც პირველ ტაიმში ორივე პენალტი გამოიმუშავა. სევილიამ კიდევ ერთი გოლის გატანა ამჯერადაც კომპენსირებულ დროში მოახერხა და ჯიბრილ სოუს გოლით მატჩის საბოლოო ანგარიში 5-2 დაფიქსირდა.
ამ მოგებით ბარსელონას ცხრილში 70 ქულა დაუგროვდა და მდევარ რეალს 4 ქულით უსწრებს.
რაც შეეხება ბომბარდირთა დავას, დღევანდელი პერფორმანსის შემდეგ რაფინიას ანგარიშზე ლა ლიგის მიმდინარე სეზონში უკვე 11 გოლია და ამით ბრაზილიელი გახდა ბარსელონას მე-4 მოთამაშე, რომელმაც 10+ გოლი მოაგროვა (იამალი, ფერანი, ლევანდოვსკი).