NBA-ის რეგულარული სეზონის მორიგ მატჩში სან ანტონიო სპურსი დალას მავერიქსს დაუპირისპირდა და დაძაბულ ბრძოლაში 112-111 დაამარცხა.
კარიერის საღამო ჰქონდა ვიქტორ ვემბანიამას, რომელმაც ისტორიული პერფორმანსი შემოგვთავაზა.
ფრანგმა სუპერვარსკვლავმა 32 წუთში 52 ქულა, 24 მოხსნა და 8 დაფარება დააგროვა. ქულებსა და მოხსნებში კი კარიერის უმაღლესი მაჩვენებელი დააფიქსირა.
ვემბანიამა 1974 წლის შემდეგ გახდა პირველი მოთამაშე, რომელმაც ერთ მატჩში 50+ ქულა, 20+ მოხსნა და 5+ დაფარება მიითვალა. ბოლოს ეს ბობ მაკადუმ შეძლო.
სან ანტონიო სპურსს 8 მატჩში 6 მოგება აქვს და დასაველთ კონფერენციაში მე-5 ადგილზე იმყოფება, დალასი კი 8 შეხვედრაში 4 გამარჯვებით მე-11 ადგილზეა.